მათი განცხადებით, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებათ.

აქციის მონაწილეები წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ხელისუფლების მიერ  შეთავაზებული პირობა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთათვის მიუღებელია. 


აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

"დაშლას ნამდვილად არ ვაპირებთ, სამი წელია ამაზე ვბრძოლობთ, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. დანებებებას არ ვაპირებთ ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. იმედია ყურადღებას მოგვაქცევენ"- განაცხადა აქციის მონაწილემ, ნინო ცხომარიამ.

ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.