საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში ფოთელმა სპორტსმენმა ჯაბა თურქიამ  წარმატებით ჩაატარა. მან 71 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მიიღო (მწვრთნელები - კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია. ჭიდაობის კომპლექსური სკოლის მენეჯერი - გრიგოლ გუგუშვილი).

საქართველოს ჩემპიონატზე ასევე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ დგებუაძემ და ნიკოლოზ ხინთიბიძემ. ნიკოლოზ დგებუაძე ჭაბუკებში 98 კგ. წონით  კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ნიკოლოზ ხინთიბიძე ახალგაზრდებში 58 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ცნობისათვის, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს წელს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც 15 მაისს თბილისში გაიმართება.