საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ IVკვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 754 312-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი IV კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 775 294.

2025 წლის IVკვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 20 982-ით სჭარბობს.

სულ, 2025 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2 967 609 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 2 974 200.

2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 6 591-ით სჭარბობს.

საქართველოს მოქალაქეთა საზღვრის კვეთის 2022-2025 წლების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ქვემომოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ ზედიზედ მეორე წელია, რაც უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა სჭარბობს უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას.