ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, სატყეო ენტომოლოგების მიერ ფიჭვნარი კორომის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მავნებელი მწერის - ფიჭვის ქარციხერხიას გავრცელება დასაშვებ ზღვარს აღემატება.
ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.
სოფელ ავლევის ფიჭვნარში, ისე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორიცელებენ.