ამ წუთებში, სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერია შეკრებილი, ისინი ყურძენზე არსებულ ფასს აპროტესტებენ და მის გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის:

საბათლოს, ფიროსმანის და სამთაწყაროს მცხოვრებნი არიან. სწორედ ამ სოფლებში იკრიფება ყურძნის პირველი მოსავალი ყოველწლიურად.

ფერმერები აცხადებენ, რომ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალ ფასს უხდიან, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურებასაც ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ფასების რეგულირებაზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას.

"შევიკრიბეთ იმიტომ რომ სასაცილო ფასია რასაც კილოგრამში გვიხდიან.რა ხარჯებსაც გავცემთ მოსავლის მოსაყვანად იმასაც ვერ ანაზღაურებს ეს ფასი.ბანკის ვალები გვაქვს,ძირითადად ამ საქმიანობით ვარჩენთ ოჯახებს.,, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათ ბაკურციხის საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცველებმა შეძლეს.