დარეჯან ცხვიტარია: სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმის თანხის გადახდა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს

1643366370
ფოთში, "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დარეჯან ცხვიტარიას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ოქტომბრის თვეში, ფოთის ცენტრალურ ქუჩებზე გაკეთებული წარწერებისთვის : ,,თავისუფლება მიშას", დაჯარიმდა. მისი თქმით, ჯარიმის თანხის გადახდა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს და აცხადებს, რომ ამ წარწერების გაკეთებით მას დანაშაული არ ჩაუდენია. დარეჯან ცხვიტარია, ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილების, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს.
,, მე მოსამართლეს ვუთხარი სასამართლო პროცესის დროს, რომ არ გადავიხდიდი ამ ჯარიმას , თუნდაც სიმბოლურად 1000 ლარი კი არა, ერთი თეთრიც რომ დამიწესონ, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ახალი თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლის, მიხეილ სააკაშვილის ჯდომა ციხეში არის ყველაზე დიდი დანაშაული. პირადი პატიმარი არის პუტინის და ივანიშვილის და მე რომ ,,თავისუფლება მიშას" დავწერე, თავის მიერ გაკეთებულ ასფალტზე , მე ამას არ ვთვლი დანაშაულად. ამაზე მეტი, რომ ვერ გავაკეთე ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია . ნებისმიერ ადგილას სადაც კი შევძლებ დავწერ ,,თავისუფლება მიშას" და ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა და არამარტო ჩემი , ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა უნდა. აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში . რას გამოიტანს მოსამართლე არ ვიცი, მაგრამ იქაც დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. იმ თანხის შესაბამისი მომისაჯონ, მოვიხდი და ღირსეულად გამოვალ, ვიდრე ვაღიარო, რომ ეს არის დანაშაული ,,თავისუფლება მიშას"- განაცახდა დარეჯან ცხვიტარიამ.