ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფერო ბიზნესსამართალია. ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილებაც აქვს. 2023 წლიდან კომპანიაში- „მზეთამზე- გემოვანი პური“ ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციას იკავებს.

თამარს  უკვე გავლილი აქვს Harvard Business School-ისა და Harvard Law School -ის კურსები ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით.

სექტემბრიდან ის ონლაინ ისწავლის, ხოლო იანვრიდან ჰარვარდში გაემგზავრება.

სწავლის წლიური გადასახადი 54 269  დოლარს შეადგენს, ამასთან, თამარი ასევე ისარგებლებს შიდა დაფინანსებით, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლის უზრუნველყოფასაც.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე თამარ გოგოლაძეს პირადად შეხვდა, წარმატება მიულოცა და მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო 2 000 ლარი გადასცა.