ვილნიუსში თბილისის „დინამო“ ადგილობრივ „ჟალგირისთან“ სამარცხვინოდ დამარცხდა და უეფას კონფერენც ლიგას დაემშვიდობა

უეფას საკლუბო ტურნირებზე საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრა თბილისის „დინამომ“ ვილნიუსის „ჟალგირისთან ძალიან სამარცხვინო ანგარიშით წააგო და უეფას კონფერენც ლიგაზე ასპარეზოობა დაასრულა. 

„ჟალგირისი“ - „დინამო" 7:2(1:1) პირველი მატჩი 0:3
გოლები: 25' სტანისლავ ბილენკი 1:0, 40' ლეო სანტოსი 1:1, 59' ნიკოლა პეტკოვჩი 2:1, 61' ბრაიან ტეიშერა 3:1, 72' მათე ვაწაძე 3:2, 74' ნიკოლა პეტკოვიჩი 4:2, 82' ბილენკი 5:2, 88' ნემანია მიჰაილოვიჩი 6:2, 90' სტანისლავ ბილენკი 7:2
მე-9 წუთზე სტანისლავ პეტკოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.