შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ფიზიკის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 63,  მინიმალური გამსვლელი ქულა  კი - 16.
უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული) ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 14-ზე მეტი.
უცხოურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი. 
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ფიზიკა - შეფასების სქემა 

ინგლისური ენა I ვარიანტი - შეფასების სქემა
ინგლისური ენა II ვარიანტი - შეფასების სქემა
ინგლისური ენა III ვარიანტი -  შეფასების სქემა
ინგლისური ენა IV ვარიანტი - შეფასების სქემა
ინგლისური ენა - დამატებითი სესია -  შეფასების სქემა

გერმანული ენა -  შეფასების სქემა
ფრანგული ენა - შეფასების სქემა
რუსული ენა -  შეფასების სქემა

თემის შეფასების სქემა