აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ დაიწყო ქ. ქობულეთში საფეხბურთო სტადიონის „ჩელე-არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მინდვრის დამუშავება დასრულებულია.
არსებული ხელოვნური საფარი აღებულია დამხმარე მოედანზე, ხოლო ძირითადზე არსებული ბუნებრივი საფარის აღება დასრულებულია და მომზადებულია სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად, რომლის შემდეგაც დაიგება ხელოვნური საფარი.
უკვე მიმდინარეობს შიდა სარემონტო კოსმეტიკური სამუშაოები. დამუშავდა და შეიღება ფასადი, შეიცვალა სანტექნიკისა და ელ გაყვანილობის ქსელები, შეიღება კედლები და ჭერი. ასევე გამოიცვალა სველი წერტილები და - დამონტაჟდა სანტექნიკის ახალი აქსესუარები.
პროექტის თანახმად „ჩელე-არენა“ ევროსტანდარტების დაცვით მოეწყობა. სრულად განახლდება ძირითადი საფეხბურთო მოედანი, ღია სპორტული მოედანი მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებისთვის. დაიდგმება ელექტრონული ტაბლო. მინდორზე დაიგება ხელოვნური ლატექსით დამუშავებული წყალგამტარი საფარი და მოწესრიგდება ყველა შიდა და გარე საკომუნიკაციო საშუალებები, სანიაღვრე და ელექტრო სისტემა.
სამუშაოები აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დაკვეთთ ხორციელდება.