ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები უკვე ჩაერთნენ, მაგრამ ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია და, ამ ეტაპზე, ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.