ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმოდ აინთება.
17:00 საათიდან პატარებისთვის სადღესასწაულო განწყობას ანიმატორები შექმნიან. 19:30 საათიდან კი, საზეიმო კონცერტი გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 20 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.




