ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა

1624437674
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა.
მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ. აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მანამდე, მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო გათვალისწინებული. იმ ოჯახებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.