მეორე დღეა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მძიმე  ტექნიკა და თოვლის საფარისგან იწმინდება, როგორც  ცენტრალური ასევე სოფლებთან მისასვლელი გზები. 

მთელი ღამე  იწმინდებოდა საავტომობილო გზები.


9 ერთეული ტექნიკა მუშაობს და თოვლის საფარისგან  იწმინდება გზა ქალაქ ბაღდათში,

სოფელ ხანში,  ობჩაში, ზეგანსა და საკრაულაში.

საჭიროების შემთხვევაში ყველა სოფლის საუბნო  გზის გაწმენდა განხორციელდება.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულია ელექტრო სადენები და ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის  სოფლების და ქალაქ ბაღდათის მოსახლეობას.

იმისთვის რომ დროულად მოხდეს ელექტრო ენერგიის აღდგენა, ენერგო პრო ჯორჯიას  ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღმოსაფხვრელად  ამ დრომდე მუშაობენ.

ამ ეტაპზე როგორც ბაღდათში ასევე კურორტ საირმეს მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული არ არის.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია და ა.ა.ი.პ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება, საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად.