ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ, მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გურამ კიკნაველიძესთან, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელ კახა გოგნაძესთან, რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცა.
განათლებული თაობა ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტად, მინდა ახალი სასწავლო წელი მივულოცო პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს" -განაცახა ბაღდათის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ.
"წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 211 პირველკლასელია, რომლებსაც სახელმძღვანელოებთან ერთად ნეთბუქები გადაეცა.