ავტოავარია ქედაში _ 1 დაღუპული და 5 დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

1667579947
ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავტოავარიის დროს, მიკროავტობუსში 9 ადამიანი იჯდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. ისინი მკურნალობას ქედის კლინიკაში გადიან.
მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, სამართალდამცველები იკვლევენ.