აჭარაში, კორონავირუსზე ბოლო 24 საათში გამოკვლეულ 156 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება როგორც ცხელების ცენტრში შესული პაციენტების კვლევა, ასევე მუდმივ რეჟიმში ხდება რისკ-ჯგუფების ტესტირება. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 431 პირს. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 788 პირი. კარანტინი დატოვა 7 407-მა პირმა.