დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანანურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
პირველადი ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მომავალი ავტომანქანის მძღოლი საპატრულო ავტომანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულოს ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.