თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.