ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მამაკაცმა ცოლი დაჭრა.
დამნაშავემ ქალს ჭრილობები დანით ზურგის და მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.