ჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის ,,ნიუ მეჯიქი‘’-ის სტუდენტებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ლექცია ჩაუტარდათ.

შოთა მამულაძის სახელობის გონიოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში, პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის ,,ნიუ მეჯიქი‘’-ის სტუდენტებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ლექცია ჩაუტარდათ.

ლექციის ფარგლებში ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, მათ მიმართ დამოკიდებულებაზე, არქეოლოგიურ ძეგლებზე და არტეფაქტებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობაზე. ასევე მათი მოვლის, შენახვის და დაცვის მეთოდებზე.

ყურადღება გამახვილდა ურბანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, მათ შორის ურბანული სივრცეების ღირებულებებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე.

ლექციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოფიო სანიკიძე, სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი კახაბერ ქამადაძე და რესტავრატორი გიორგი ბოლქვაძე უძღვებოდნენ.ღონისძიების მიზანია სტუდენტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.