ხულოელი ლია დეკანაძე სწავლას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელბს, მან 100 % გრანტიც მოიპოვა.

რამდენიმე ხნის წინ, ლია დეკანაძე ამერიკაში, Park University-ში საერთაშორისო-ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც წლიური გადასახადი 22 000  დოლარი იყო, მოპოვებული გრანტის შედეგად გადასახდელი 8000 დოლარი დარჩა. ლიამ არასაკმარისი თანხის გამო, სწავლა ამერიკაში ვერ გააგრძელა.

"ოცნებებს აყოლილი" გოგონა 10 თვის მანძილზე გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებბში, მისურის შტატში იმყოფებოდა.

წელს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში  ჩაბარა და  100% გრანტი მოიპოვა. იგი სწავლას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელებს. 

ლია „აიპრესთან“ სამომავლო გეგმებზე ყვება. ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი კარგად სწავლა, სტიპენდიის მოპოვება და სამომავლოდ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაა.

"ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჩემი ფაკულტეტების პირველი ადგილი ეჭირა ამ სპეციალიბას შესაბამისად კმაყოფილიც ვარ და გახარებულიც. 100%იანი გრანტი ავიღე, ვაპირებ ძალიან კარგად ვისწავლო და სტიპენდიაც მოვიპოვო.

ამ უნივერსიტეტს ბევრი კარგი გაცვლითი პროგრამა აქვს, ვაპირებ ისევ მივიღო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ვისწავლო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. ემოციურად დატვირთული წელი და მოკლე სააბიტურიენტო დრო მქონდა მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და გული მიგრძნობს ეს დასაწყისია ძალიან საინტერეხო ოთხი წლის", - განაცხადა ლია დეკანაძემ.