შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, "ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე, მომხდარი ავარიის მიზეზი. - ინფორმაცას ამის შესახებ, კომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
" შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას", - ნათქვამია, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" განცხადებაში. დღეს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს