29 ივლისს მესტიაში ყველაზე ტრადიციული, გემრიელი და მრავალფეროვანი ღონისძიება- „სვანეთობა 2025" გაიმართება

13:00 საათიდან, სეტის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები.

ყველას, ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორს, შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სვანური კერძები და უფრო ახლოს გაეცნოს სვანურ კულტურას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი თუ მოწვეული ოსტატების მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 15:00 საათზე დაიწყება ღონისძიების საკონცერტო ნაწილი, რომელსაც ტრადიციულად მესტიის ფოლკლორული ანსამბლი ,,რიჰო" გახსნის.ფესტივალზე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან:მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“მესტიის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბანგურიანი“მესტიის სალოტბარო სკოლალატალის სალოტბარო სკოლაბეჩოს და ცხუმარის სალოტბარო სკოლაეცერის სალოტბარო სკოლაჭუბერის ანსამბლი „ნენსკრა“ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „მწყობრი“ (თბილისი)შესრულდება საგუნდო სიმღერა „მრავალჟამიერი“ ფესტივალის ყველა მონაწილის შესრულებით.ქალაქური სიმღერებით წარსდგება მაყურებლის წინაშე ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ანსამბლი „რეხეული“საკონცერტო ნაწილის დასასრულს მაყურებლის წინაშე წარსდგება ანსამბლი „ორიდა“ დმანისიდან, გია გირგვლიანის ხელმძღვანელობით.18:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დასახელდება სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციებში.სვანეთობის დღესასწაულზე დასახელდება მესტიის საპატიო მოქალაქე. ღონისძიების დასკვნითი კონცერტი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ღია სივრცეში გაიმართება. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ახალგაზრდული ბენდი წარსდგება.ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სვანეთობა“ 2014 წლიდან ტარდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით. ფესტივალის ორგანიზატორია მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Mestia Culture and Art Center