ევროპარლამენტარები კი არა, ბაიდენმა რომ თქვას ხვალ რაღაცა კრიტიკული, გამოვლენ და იტყვიან ბაიდენი "ნაცმოძრაობის" "კრიშააო", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი კონკრეტულ გეგმას არ დადებს, მაშინ 2024 წელსაც ისევ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში. "ჭადრაკის დამწყებ მოთამაშეებს მწვრთნელები ეუბნებიან, რომ მთავარია გქონდეს გეგმა, თუნდაც ცუდი გეგმა, მაგრამ გქონდესო. მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და არაკომპეტენტური, არანაირი კრეატივის შეთავაზება არ შეუძლია მოსახლეობისთვის და მაინც რჩება ხელისუფლებაში, უნდა გითხრათ, რომ ე.ი. ძალიან კარგად გრძნობს იმ მინდორზე თავს, რომელზედაც ის თამაშობს. იმიტომ, რომ დანარჩენ პოლიტიკურ მოთამაშეებს საერთოდ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. ისიც, "ნაციონალებს" რომ უძახიან კრამონს, ფოტიგას თუ სხვა ევროპარლამენტარებს, ესეც მათი გეგმის ნაწილია. მათ გეგმაში წერია, თუ გინდა ხელისუფლების შენარჩუნება, უნდა გააკეთო პოლარიზება ისე, რომ ერთ მხარეს იყოს "ნაცმოძრაობა" დემონიზებული, მეორე მხარეს უნდა იყოს ცოტა შელანძღული "ქართული ოცნება", მაგრამ იმას ხომ სჯობია ასეთი?! ევროპარლამენტარები კი არა, ბაიდენმა რომ თქვას ხვალ რაღაცა კრიტიკული, გამოვლენ და იტყვიან ბაიდენი "ნაცმოძრაობის" "კრიშააო". თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი არ მოეგება გონს და კონკრეტულ გეგმას არ დადებს, მაშინ 2024 წელსაც ისევ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.