კობახიძის განცხადება იმ ხალხზეა გათვლილი, ვისზეც იორდანეში ჭყუმპალაობა მოქმედებს, - ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
"ისევ იმ კონტიგენტზეა გათვლა, ვისზეც იმ იორდანეს ჭაობში ჭყუმპალაპბა მოქმედებს. ისევ ამ ხალხზე მუშაობს, მათ აშინებს და ეუბნება, რომ... ეტყობა სკეპტიკურად არის განწყობილი თვითონაც ამ სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. თუ უკრაინას მისცეს და ჩვენ არ მოგვცეს, ცალსახა იქნება, რომ ეგ არის "ოცნების" ბრალი და ვერ შეტენიან 10 წლის წინანდელ ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციის ქმედებებს. ამიტომ უნდათ შეასაღონ ეს ვერსია გამოთაყვანებულ ხალხს, ვინც მათი ამომრჩევლის ნაწილია, იმიტომ, რომ ყველა ასეთი არ არის, ცალსახად ვიცი. მათ "აჭმევს" ამას, რომ თუ ასე იქნება, მაინც არ გაბრაზდეთ ამაზე და არ გამოხვიდეთ გარეთ, თორემ ისინი მოვლენ და მათ უნდათ ომიო. ახალი საფრთხობელა ჰყავთ, ადრე ხომ ჰყავდათ სააკაშვილი, ჩამოვაო... ახლა ვეღარ აშინებენ, იმიტომ, რომ ციხეშია. ახალი საფრთხობელაა ეს, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი იქნებაო და ვიღაცები "ჭამენ" ამას. პრომიტიული პიარ ტექნოლოგიაა, მაგრამ მათი მხარდამჭერების გამოთაყვანებული ნაწილი ამას "ჭამს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ამის გამოყენებას რადიკალური ოპოზიცია შეეცდება: "რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა," - თქვა კობახიძემ.