ან იძახი, რომ „მოსულა” მონურ მდგომარეობაში ცხოვრება, სადაც ძალაუფლებას ვერასოდეს დაუპირისპირდები, რადგან ვიღაცების ხელშია და შენც სისტემის ნაწილი უნდა გახდე, ან ამ ყველაფერს უნდა ებრძოლო, შეცვალო და ეცადო, რომ ისეთი ქვეყანა დატოვო, სადაც ღირსეულ, თავმოყვარე და თავისუფალ გარემოში იარსებებენ ადამიანები, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ლაზარეს პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მარტის აქციებზე გამოსული ახალგაზრდებისადმი სიგნალის გაგზავნაა, რათა პროტესტის მუხტი ამ ქვეყანაში ჩაკლან.
სამი შვილი მყავს და რომ წარმოვიდგენ, სად, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ - ეგ არის მთავარი მოტივატორი ჩემთვის, რომ არ მოუწიოთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლაზარეს მსგავსად გამოარჩევენ ერთ ადამიანს, ჩასვამენ ციხეში და სამაგალითოდ დასჯიან იმისთვის, რომ შემდეგ ვიღაცები დააშინონ. ეს რისკი უფრო საშიშია თუ ის, რომ გავიდეს, რამე მოითხოვოს და პროტესტით გამარჯვება მოიპოვოს? ცარიელი ფურცლის ან ქუჩაში დგომის გამო დაკავების რისკი უფრო საშიში მგონია.
ან იძახი, რომ „მოსულა” მონურ მდგომარეობაში ცხოვრება, სადაც ძალაუფლებას ვერასოდეს დაუპირისპირდები, რადგან ვიღაცების ხელშია და შენც სისტემის ნაწილი უნდა გახდე, ან ამ ყველაფერს უნდა ებრძოლო, შეცვალო და ეცადო, რომ ისეთი ქვეყანა დატოვო, სადაც ღირსეულ, თავმოყვარე და თავისუფალ გარემოში იარსებებენ ადამიანები.
საკუთარი შვილისთვის როგორ შეიძლება პირველი გინდოდეს და მეორე არა?
საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი აქვს ყველას, ვინც მშობელია.
თუ მართლა გაქცევაზე არ ფიქრობ, ან ცვლი ამ რეალობას, ან საკუთარ შვილებს წირავ ამორალურ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.