შეიძლება ივანიშვილი ღარიბაშვილს პრეზიდენტობისთვის ამზადებს. ანუ ყველაფერი შესაძლებელია,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ღარიბაშვილს შეიძლება ბევრი ნეგატივი დაუგროვდა, მათ შორის მამის გადახდილი ფულები, შვილი რომ წაიყვანა ამერიკაში, ძვირად ღირებული საათები და ა.შ... შეიძლება ამის გამო ივანიშვილმა ცოტა ხნით უკანა პლანზე გადასწიოს და მერე შეიძლება, ისევ დააბრუნოს. შეიძლება, პარტიული სტრუქტურა ჩააბარა, რომელიც არჩევნებზე და ხმებზე იქნება პასუხისმგებელი. რთული სათქმელია, შეიძლება ისიც წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად, პრეზიდენტობისთვის ამზადებდეს. შეიძლება ფიქრობს, რომ არჩევნებს მოიგებს და მერე ღარიბაშვილს გაუშვებს იქ, როგორც სახელმწიფოს მართვის გამოცდილების მქონეს. ანუ ყველაფერი შესაძლებელია",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში.