"ხელისუფლებას არ შეუძლია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, ამიტომ ეძებს პოპულისტურ თემებს, რომლებიც ხმების მობილიზების საშუალებას მისცემს. ერთერთი ასეთი თემაა რელიგია." - ა,ის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ხელისუფლებას არ შეუძლია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, ამიტომ ეძებს პოპულისტურ თემებს, რომლებიც ხმების მობილიზების საშუალებას მისცემს.

ერთერთი ასეთი თემაა რელიგია.

თითქოს აქ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს აიდენტიფიცირებს, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და ამ ადამიანების სიამოვნება და გულის მოფხანა სურთ, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით.

თუ ამას რეალურად შევხედავთ, სინამდვილეში პრობლემაა. მათ შორის, ეწინააღმდეგება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს, პრობლემაა თვითონ ეკლესიისთვისაც, არასწორია ყველანაირი თვალსაზრისით.

თუმცა,არ მგონია, რომ ეს ამბავი გამოვიდეს.

დე-ფაქტოდ ისედაც აქვთ გამოცხადებული, მართლმადიდებლობა ისედაც დომინანტია ამ ქვეყანაში და კანონმდებლობითაც უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ.

სინამდვილეში, დისკუსია მიდის იმაზე, დართავს თუ არა საპატრიარქო ნებას ივანიშვილს, რომ ეს თემა გამოიყენოს წინასაარჩევნოდ და ატრიალონ. ამაზეა საუბარი და “ვაჭრობა” რეალურად.

იქიდან ძირითადად ტრანზაქციული პასუხი ბრუნდება: “მომეცით ეს მიწა, ეს შენობა, ეს ადგილი, იქ ტყე და სანაცვლოდ მოგცემთ თანხმობას, რომ ილაპარაკოთ ამ თემაზე”

ეკლესია არის ეკლესია. ეკლესიის საქმე არის ქრისტიანული მორალის ქადაგება და ამ მორალით ადამიანების აღზრდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. არანაირი გადაკვეთა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არ უნდა არსებობდეს. ეკლესია საკუთარი მრევლის ნებაყოფლობითი შემოწირულობებით უნდა არსებობდეს.

ჩვენ არ გვქონია სახელმწიფოებრიობა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ამის გამო, ქრისტიანობა არ დაგვიკარგავს და ეკლესია არსებობდა, მანამ, სანამ რუსებმა და ბოლშევიკებმა არ დაიწყეს ეკლესიების ნგრევა და ჩვენი სასულიერო პირების ხვრეტა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სეკულარულ სახელმწიფოს, სადაც ეკლესია არის ეკლესია, სახელმწიფო - სახელმწიფო, ეკლესიის საქმე არის - ეკლესიის საქმე, საერო საქმეებია - სახელმწიფოს საქმეები. ძალიან მარტივია ამის წარმოდგენაც და გაკეთებაც.” - წერს ზურაბ ჯაფარიძე.