შეგვხვდა ესპანეთი, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მაგრამ ჩვენ ნებისმიერთან ვთამაშობთ ისე, როგორც თანასწორთან და ჩვენი დამარცხება არ არის მარტივი ამბავი - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს
“ფანტასტიური დღე იყო გუშინ. მერვედფინალში გასვლაზე ოცნებაც რთული და წარმოუდგენელი იყო. ამ გუნდმა, ამ მწვრთნელმა და ამ თამაშმა გაგვიჩინა რწმენა.
მე მჯერა, რომ ჯერ ეს ამბავი დასრულებული არ არის.
მე მჯერა, რომ იმ თამაშით, რასაც ჩვენი ნაკრები აჩვენებს, ბევრი რაღაცის მიღწევა შეგვიძლია. ასე თამაშს თუ გავაგრძელებთ, ჩვენთან მოგება ნებისმიერი გუნდისთვის იქნება რთული.
შეგვხვდა ესპანეთი, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მაგრამ ჩვენ ნებისმიერთან ვთამაშობთ ისე, როგორც თანასწორთან და ჩვენი დამარცხება არ არის მარტივი ამბავი. დანარჩენი ფეხბურთია და ვნახოთ.”
ცნობისთვის, შეგახსენებთ, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევრო2024-ზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა