რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ ვამბობ რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას
ივანიშვილის მიზანია ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის გასამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში - ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს.
ის რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს - სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი.
ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის.
დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში.
ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით.
ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა.
ესენი არიან რუსები.
იქცევიან როგორც რუსები.
გვექცევიან როგორც რუსები.
ამათმა უნდა გააჯვან. - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.