“ამ ქვეყნის ისტორიას ახსოვს არაერთი სამარცხვინო ფურცელი, რომელსაც კითხულობ და ფიქრობ, ნეტა ამ პერიოდში როგორ ცხოვრობდა, რაზე ფიქრობდა და რას აკეთებდა ნორმალური, წესიერი ადამიანი. 
ყველაზე რთული რაც არის, არის იმის გააზრება, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისტორიის ერთ-ერთ ასეთ სამარცხვინო ფურცელზე, როცა თავმოყვარეობა, ღირსება, მეგობრის გვერდში დგომა და მსგავსი ღირებულებები ფეხქვეშ გათელეს და გვეუბნებიან, რომ ეს არის ქართველობა." - ამის შესახებ  ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ასეთ ცხოვრებას შინაარსი არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებთ დღეს: ბიზნესი გაქვთ, მუშაობთ, ხელოვნების ნიმუშს ქმნით თუ სპორტსმენი ხართ - არაფერს ფასი და გემო არ აქვს, მანამ, სანამ ცხოვრობთ უთავმოყვარეო ყოფაში. ეს არის გასააზრებელი. 
24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ამ პროცესს სჭირდება ერთობა.
24 თებერვალს ვიკრიბებით აქ და ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან.”" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.