პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიზანი უნდა იყოს საპოლიციო ძალები დაღლა.

"მნიშვნელოვანი ამბავია ყოველდღე გამოსვლა და გაპროტესტება. ახლა ვიცი რომ წითელი პარასკევია, ვიცი რომ აღდგომის კვირა არის, შემდეგი კვირა პრაქტიკულად დასვენებად გამოაცხადეს. 

ამათ აქვთ ახლა მიზანი, რომ ეს პოლიციელები გაუშვან დასასვენებლად, რომ ეს პოლიციელები წავიდნენ თავიანთ სახლებში. მათ შორის დიდი ნაწილი წავიდეს რეგიონებში - სასაფლაოზე გავიდეს, რაღაც ეს ტრადიციები რაც გვაქვს ყველას ოჯახში, რაღაცები შეასრულოს.

ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს პოლიციელები რაც შეიძლება ბევრი დავტოვოთ თბილისში მთელი ამ აღდგომის განმავლობაში.  ამიტომ,  მიუხედავად იმისა რომ აღდგომის კვირაა, მიუხედავად იმისა რომ ყველას ოჯახში ბევრი საქმე გვაქვს და ყველა რაღაც ტრადიციულ რიტუალებს და იმას ვასრულებთ, რაღაც საფლავზე გვინდა გასვლა, ჩვენ მაინც გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ყოველ საღამოს, ამ ქალაქში იყოს პროტესტი, რომ მათ მოუწიოთ საპოლიციო ძალების თბილისში გაჩერება. იმათ ვერ აიღონ შვებულება, თუ ვერ გავიდნენ დასასვენებლად თუ რაც არის...

სახე უნდა გავაძროთ, სიქა უნდა გავაცალოთ და ეგ არის მნიშვნელოვანი ამოცანა. პოლიციელებმა ვერ უნდა შეძლონ დასვენება,  უნდა იმორიგეონ, ღამეები უნდა ათენონ,  როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა." - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე  ვიდეო მიმართვაში, რომელიც "ფეისბუკში" გაავრცელა.