თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის ამბებზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი  2500-2500 ლარით დააჯარიმა.

2023 წლის 9 მარტს "არა რუსულ კანონს!" საპროტესტო აქციაზე დაკავებული "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, რომლებიც ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა [166-ე და 173-ე მუხლები]. მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.