დღეს, გორის სმარტთან, მანქანაში მარტო მყოფ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავს დაესხნენ. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, თავდასხმის შემდეგ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "კარგად ვარ. არაფერი სანერვიულო. ამათი შეშინებულის დედას შევე&ი"