„ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები. ვგულისხმობ ადვოკატებს. - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს.
მისი თქმით, ადვოკატები აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის დაკითხვისას.
„ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები. ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს თავიანთი დარგის სრული უვიცობა. ის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებული არიან იმ დარგში, რაზეც ახლა მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ ამ საქმით როდესაც დაკავებული ხარ ცხრა თვის განმავლობაში, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ, რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ და ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.