თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

"კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ფაქტობრივად ის იმყოფება ახლა. როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, რომ იყოს თითქოს მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მე რამდენადაც დღეს ვიცი, მას ამის სურვილი ნაკლებად აქვს. 

რა თქმა უნდა, პაციენტი დასუსტებულია, ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც მას აქვს ხშირად ეს კოორდინაციის დარღვევის მომენტები, ისევ და ისევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმ რესურსებს, რაც მისთვის აუცილებელია", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.