„გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დღეს, კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
"შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნეს მიღებული. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, კობახიძე, ივანიშვილი, პაპუაშვილი და არჩევანი არასოდეს ისე მკაფიო ქართველი ხალხისთვის ისე არ ყოფილა, როგორც დღეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ კანონს და ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ თუ გვინდა გავაგრძელოთ მსვლელობა ევროკავშირის წევრობის გზაზე.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.