რაც ღუპავს ქვეყანას არის ის რომ პარლამენტი არ ასრულებს სათანადოდ თავის საზედამხედველო ფუნქციას და როგორც წესი, პარლამენტის უმრავლესობა ბევრ რამეს პატიობს საკუთარ მთავრობას, ეს უნდა დამთავრდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„პარლამენტში უნდა მოხვდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გააკონტროლონ ის მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდება ამ არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ რაც ღუპავს ქვეყანას არის ის რომ პარლამენტი არ ასრულებს სათანადოდ თავის საზედამხედველო ფუნქციას და როგორც წესი, პარლამენტის უმრავლესობა ბევრ რამეს პატიებს საკუთარ მთავრობას, ეს უნდა დამთავრდეს. შესაბამისად, ყველაზე მთავარი იქნება, თითოეულმა პარტიამ, რომელიც შემდგომ ჩამოაყალიბებს პარლამენტში უმრავლესობას, ისეთი ხალხით დააკომპლექტოს, რომელიც ნამდვილად ხალხის აზრს იტყვის საჯაროდ და გააკონტროლებს მთავრობას, რომ ისეთი თავგასული მთავრობა არ იყოს, როგორიც „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.