ვინაიდან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა მთელი წინა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა, პროექტის დიზაინზე მუშაობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული, დღეს უბრალოდ ფორმალურად გაფორმდა, რადგან წელს უკვე იწყება ეს პროგრამა. შესაბამისად, არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო წელთან. ასეთი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად თანხები კონკრეტული მიზნობრიობით გამოიყოფა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.