„ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას. ჩვენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის ვიზრუნებთ, მსგავს ფაქტებზე კი მკაცრი რეაგირება გვექნება“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.

 "ფარმაცევტული კომპანიები პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.