თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართული პოლიტიკისთვის და სახელმწიფოსთვის პრობლემაა მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"საფრთხე არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ადამიანია პრობლემა, მას მოჰყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან.
როდესაც ჩვენ 2012 წელს გავიმარჯვეთ, ეს ადამიანები ქართული პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წასულიყვნენ. თავი უნდა დაენებებინათ ხალხისთვის, მაგრამ ეს არ მოხდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში "არჩევანის პირისპირ".