ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე ხელოვანებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს. 

"„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგე ხელოვანებს:

ამ ხალხმა და მათმა ფსიქიკამ ვერაფრით დაძლია მონობის კომპლექსი. გამუდმებით პატრონის ძიებაში არიან და ამ ძიებამ ისევ მოძალადე, მჩაგვრელ და აგრესიულ ოპოზიციასთან მიიყვანა, რამე თუ მათთვის სრული თავისუფლების მიმცემი "ქართული ოცნება" პატრონად ვერ და არ გამოდგება." - წერს ზაზა შათირიშვილი. 

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“