„კლანი“ მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ არის, საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაშიც -  ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ, ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სპიკერები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით „კლანის“ განუყოფელი ნაწილია

ისაუბრა.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან საუბრის ყველა რესურსი ამოწურა. ამასთან, ხელისუფლებას მისცა შანსები, რომ რაღაც დასკვნები გაეკეთებინა.

„კლანი“ მხოლოდ სასამართლოში არ არის, ის გადადის სასამართლო ხელისუფლებიდან. დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის სპიკერები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით „კლანის“ განუყოფელი ნაწილია. გუშინდელი მათი გამოსვლები, ვითომ სასამართლოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ეგიდით, სინამდვილეში „კლანის“ დაცვისთვის ბრძოლა იყო. ხელისუფლებას, სამწუხაროდ არ აქვს რესურსი, რომ „კლანს“ გაემიჯნოს“,- განაცხადა მწარიაშვილმა.