საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული არასდროს ყოფილა. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.
„იყო დრო, როდესაც ან ქვეყნის გარეთ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ან ქვეყნის შიგნით, მაგრამ სხვადასხვა საელჩოში. დღეს ასე აღარ არის, ამიტომ არის გულისწყრომა არაერთი ჩვენი პარტნიორისა თუ ყოფილი მეგობრისგან, რადგან შეიძლება ბევრისთვის მიუღებელიც იყოს, რომ ეს მცირე სახელმწიფო ახლა როგორ ამაყად და ღირსეულად იღებს გადაწყვეტილებებს, მითითებებითა და დავალებებით აღარ იმართება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.