ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და ასეთი ნებისმიერი ქმედება, ზეწოლა ვერ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულება სიმ ვალდებულების წინაშე, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.