„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის ვერ დაინიციირება არის რადიკალური ოპოზიციის დეპუტატთა ტიპური ღალატი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ იკადრა უკადრებელი და 2008 წლის ომის დაწყება დააბრალა ქართულ ჯარს, მათგან აღარაფერი უკვირს. „დღეს რატომ გაგვიკვირდა, რომ ევრონესტის, ერთ-ერთ მორიგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მე არ გამკვირვებია. მე ის გამიკვირდება ქვეყნისთვის რამე სასიკეთო რომ გაეკეთებინათ,“ - აღნიშნა მან.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა „ნაცმოძრაობისა“ და ჩვენი უღირსი, უმსგავსო ოპოზიციის ქმედებისა. მათგან მე არ გამკვირვებია. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღ ნაწილსაც არ გაუკვირდა. მათ არ შერცხვათ და იკადრეს უკადრებელი, როცა ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება.
ერთ-ერთ რეზოლუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ქართულმა ჯარმა, კასეტური ბომბებით დაიწყო ცხინვალში საომარი მოქმედებები და ამის მხარდამჭერებისგან დღეს რატომ გაგვიკვირდა, რომ ევრონესტის, ერთ-ერთ მორიგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მე არ გამკვირვებია.
მე ის გამიკვირდება ქვეყნისთვის რამე სასიკეთო, რომ გაეკეთებინათ. ეს არის ტიპური ღალატი, ჩვეულ სტილში აგრძელებენ მოქმედებას და მუშაობას.“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.