ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ ეს გააკეთეთ, ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ეს გააკეთეთ. თქვენს ევროპულ სულისკვეთებას, თქვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. წინ ჯერ კიდევ გზაა გასავლელი. ვიმედოვნებ, რომ მალე გიხილავთ ევროკავშირში, სადაც თქვენი ადგილია”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
🇬🇪 Congratulations to the people of #Georgia. You did it. Your European spirit, your commitment to democracy and freedom made all the difference. There is still a way to go. I hope to see you soon in the EU 🇪🇺 where you belong.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) December 14, 2023