პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები რაიმე ლოგიკას არ ექვემდებარება, რის გამოც მათი პოზიციების ცვლილებას პოლიტიკური ახსნა არ აქვს.

ვიკა ფილფანი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილს, რომელიც რუსეთთან მიმართებაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებასა და ორმაგ სტანდარტებს ეხებოდა.

"ნაცმოძრაობის" ქმედებები რაიმე ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ, ახლა რატომ შეიცვალა, ამას რაიმე პოლიტიკური და ლოგიკური ახსნა ჩემი მხრიდან ვერ იქნება," - განაცხადა ვიკა ფილფანმა.