აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.